პიტერ გელდერლოოსი - როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს

პიტერ გელდერლოოსი (1982 წ. ), ამერიკელი ანარქისტი, აქტივისტი და მწერალია, რომელსაც მონაწილეობა მრავალ ანტიკაპიტალისტურ მოძრაობასა და კამპანიაში აქვს მიღებული. წიგნში, „როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს“, ავტორი აღწერს სოციალურ პროტესტებს მსოფლიოს გარშემო. ფარდას ხდის მითს მხოლოდ „მშვიდობიანი“ პროტესტის აუცილებლობის შესახებ. კონკრეტული მაგალითებით ამტკიცებს თუ როგორ იმორჩილებს სახელმწიფო აქტივისტებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე ახლოს არიან მიზანთან. გელდერლოოსი გვთავაზობს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ხელმოწერების შეგროვებით და გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ტაქტიკები, რადგან მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდის გამოყენება, ხშირად, ჩაგვრის იმ სტრუქტურებს აძლიერებს, რომლის დამხობისთვისაც იბრძვიან აქტივისტები.

კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნეში

XX საუკუნის დასაწყისში ანარქიზმის იდეები ფართოდ გავრცელდა საქართველოში. შემთხვევითი არ არის რომ თვით იოსებ სტალინმა დაუთმო ანარქიზმთან ბრძოლას მთელი რიგი სტატიები, რომლებიც დაწერა სწორედ პირველი რუსული რევოლუციის დროს. ეს საკმაოდ გასაკვირია რადგან 20 საუკუნემდე საქართველოში რევოლუციური მოძრაობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ცალკეული ქართველები იღებდნენ მონაწილეობას...

პიტერ გელდერლოოსი-იერარქიის წარმოშობა

სოციალური იერარქიებისა და კონტროლის სისტემების წარმომავლობის ჩვენებისას, ბევრი რადიკალი თეორეტიკოსი მატერიალისტურ პოზიციაზე დგას და ავტორიტარულ ქცევას ჭარბ პროდუქციას მიაწერს, რომლის შექმნაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ცივილიზაციური პროცესის სხვა ასპექტების შედეგი იყო. ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა არააგრარულმა...

ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

მუშა, რომლის კუნთებით და ძალით აღფრთოვანებულნი არიან მდიდრები, და რომელსაც თავისი შრომით ძლივს გააქვს თავი, ქორწინდება იმიტომ, რომ ჰყავდეს ცოლი და დიასახლისი, რომელიც მიხედავს სახლს და დაარეგულირებს შემოსავლებს. ქალი ნელ-ნელა ვეღარ უძლებს მონურ შრომას და ისედაც მცირე შემოსავლის ორ ადამიანზე განაწილებას, ამ დროს კი კაცი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი გეგმები იშლება და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ქორწინება ჩავარდა.

ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

თავი 3: კანონი და სახელმწიფო.
დიახ, მართალი ხართ: კანონი კრძალავს ქურდობას.  თუ მე მოგპარავთ რაიმეს, თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ პოლიციელს, რომელიც დამაპატიმრებს. კანონი დასჯის ქურდს, სახელმწიფო კი დაგიბრუნებთ მოპარულ საკუთრებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია), რადგან კანონი კრძალავს ქურდობას. ის ამბობს, რომ არავის აქვს უფლება ხელჰყოს შენი ქონება შენი ნებართვის გარეშე.

პეტრე კროპოტკინი - პური და თავისუფლება

პეტრე კროპოტკინის „პური და თავისუფლება“ - ანარქისტული ლიტერატურის კლასიკაა. წიგნში კროპოტკინი მიმოიხილავს ეკონომიკურ მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თუ როგორ უნდა მოეწყოს ანარქო-კომუნისტური საზოგადოება. ამიტომ წიგნი არამარტო ანარქიზმით, არამედ ეკონომიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის არის საინტერესო. „პური და თავისუფლება“ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მას კროპოტკინის სიცოცხლეშივე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მრავალი საზოგადოებისთვის იქცა შთაგონების წყაროდ ეცხოვრათ სახელმწიფო რეპრესიებისა და დაქირავებული შრომის ექსპლუატაციისგან თავისუფლებს, კომუნები იქმნებოდა დედამიწის გარშემო. დღეს, წიგნის დაწერიდან 100 წლის შემდეგ, ტექნოლოგიის, შეცვლილი საზოგადოების, ფინანსური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ მსოფლიოს პირობებში, წარმოებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხს, რომელზეც კროპოტკინი ამახვილებს ყურადღებას, გლობალური ეკონომიკური სისტემის კონტექსტში ახალი მნიშვნელობა ენიჭება

მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ...

შალვა გოგელია – ჩვენი მტრები და მეგობრები

ადამიანი არის მსოფლიოს კონსპექტი.
ანარხია არის კაცისაგან შეგნებული ისტორიული, ევოლიუციონური პროცესსი მსოფლიოსი...

ერიხ ფრომი – დამორჩილება თანამედროვე საზოგადოებაში

პირველყოფილ საზოგადოებაში ადამიანები მცირე ჯგუფებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს აერთიანებდნენ. კულტურის განვითარებასთან ერთად ჯგუფი გაიზარდა...

გიორგი გოგელიას ტექსტიდან – სოციალ დემოკრატიის კრიტიკა

არსებობა კლასიური ელემენტებისა კიდევ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოებაში მართლა ხდება კლასობრივი ბრძოლა.  როგორც სრულის მეცნიერულის უფლებით შენიშნა ბენედეტტო...

ANARCHIST F.A.Q

2012 წლის მაისში ბიბლიოთეკამ დაიწყო პროექტი “Anarchist F.A.Q”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიზმის ყველა ძირითადი პრინციპი. Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიზმთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ


ჩვენ გვინდა სამყარო ისე იყოს მოწყობილი, რომ მასში შეეძლოს არსებობა მრავალ განსხვავებულ სამყაროს.


პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან

.

თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს....   სრულად წაკითხვა

ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის

$49

ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ...  სრულად წაკითხვა

კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი

კოლინ ვარდი (1924 – 2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. კ. ვარდი, მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი. გამოწერილი ჰქონდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა War Commentary. ომის შემდეგ, ბრიტანული ანარქისტული გაზეთის Freedom-ის რედაქტორი იყო. ხოლო, 1961 წლიდან დააარსა ჟურნალი – Anarchy. საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს მისმა ნაშრომებმა განათლების, არქიტექტურის, ქალაქ დაგეგმარების დარგში. აღსანიშნავია, კოლინ ვარდის წიგნი- The Child in The City, ბავშვების და ურბანული გარემოს ურთიერთობის შესახებ. 1995-96 წლებში, კოლინ ვარდი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური პოლიტიკის პროფესორი იყო.  ‘’ანარქიზმი – ძალიან მოკლე შესავალი’’, ერთგვარი, ინფორმაციული გზამკვლევია ანარქისტი ავტორების შესახებ. იგი ანარქისტული მიმდინარეობების და ისტორიის უმოკლესი მიმოხილვაა.

გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

.

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფ ისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე. სრულად წაკითხვა

ანარქისტების სამხედრო ორგანიზაცია ესპანეთის რევოლუციის დროს

$49

საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, „იდეური ანარქიზმი“ გამორიცხავს კლასიკურ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ერთპიროვნულობასა და ბრძანებების შესრულებაზე. მსგავსი შეხედულება მოდის არა მარტო ბოლშევიკების ანტი-ანარქისტული პროპაგანდიდან, რომელიც ანარქისტებს წარმოგვიდგენს, როგორც არაკონტროლირებად ბრბოს, არამედ, ზოგი ანარქისტიც კი, იდეოლოგიური სისუფთავის დონეში შეჯიბრისას, ზოგჯერ ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ანარქიზმი იმდენად ანტიავტორიტარულია, რომ სამხედრო ორგანიზაციიდანაც კი გამორიცხავს ერთპიროვნულობას... სრულად წაკითხვა

როგორ განვათავსო ბლოგი ბიბლიოთეკაში

პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ რომ სწორ გვერდზე მოხვდით. თუ ხართ პოლიტიკური პარტიის წევრი ან მიგაჩნიათ რომ  შიმშილს/ომს/უთანასწორობას ბაზარი დაარეგულირებს, ღამე "ელგებედეების" შიში გაღვიძებთ, დილაობით კი მეზობლის ქართველობა გაეჭვებთ, თუ ქალი იცით კუხნაში, კაცი კი ლენინგრადში მაშინ თქვენი ნახვა უფრო გაუხარდებათ აქ.  სხვა შემთხვევაში კეთილი იყოს თქვენი კალამი ბიბლიოთეკაში.

ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ წეროთ ნებისმიერ თემაზე. 

ჩვენ დაგვჭირდება თქვენი სახელი / ფსევდონიმი, პროფილის სურათი (რომელიც მოგწონთ, და არა პირადი), პროფილის ქავერი (1920x1080), პროფილის მოკლე აღწერა და კონკრეტული ბლოგის ტექსტი. ეს ყველაფერი გამოგვიგზავნეთ ელ.მისამართზე blog.alibrary@gmail.com

ანარქიზმი და ქრისტიანობა

მოცემულ ნაშრომში მსურს ვისაუბრო ქრისტიანობისა და ანარქიზმის მსგავსება/განსხვავებებზე. რა თქმა უნდა, ძნელია მსგავსი ფორმატით ყველაფერზე საუბარი, მაგრამ, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ძირითად და არსებით საკითხებს შევეხო, თუმცა მანამდე ნიშანდობლივია, რომ მოკლედ განვმარტოთ სასაუბრო თემები... სრულად წაკითხვა...

ერთი საინტერესო კორესპოდენცია ‘’ცნობის ფურცელში’’ გურიის ანარქისტული კომუნიდან 

1905 წლის ''ცნობის ფურცელის'' ნომრებს ჩავკირკიტებ, რევოლუციის ამბები, რუსეთ-იაპონიის ომის ქრონიკა და თბილისის არეულობები მაინტერესებდა, როცა გურიის ამბოხებული კომუნიდან (გურიის რესპუბლიკა) მოსულ ამბავს გადავაწყდი. სრულად წაკითხვა...

სიცილის ოთახი მატყუარების ქვეყანაში

ინფორმაცია არის გზა რომლის მეშვეობით ჩვენ აღვიქვავთ რეალობას ჩვენს გარშემო. სწორედ ეს აღქმა განაპირობებს ჩვენს მოქმედებებს, დამოკიდებულებებს, ფიქრებსაც კი. მიღებულ ინფორმაციას ადამიანი ჯერ იაზრებს, ატარებს საკუთარი შეხედულებების, ცოდნის თუ გამოცდილების ფილტრში.. სრულად წაკითხვა...

„საშუალო კლასი“ და მისი ადგილი პროპაგანდასა თუ მეცნიერებაში 

ხშირად დასკვნების ჭეშმარიტება თუ სიცრუე დამოკიდებულია იმ საწყის ცნებებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში "აპრიორი" მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯგუფებში წარმოდგენა ამ აქსიომებზე შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. სრულად წაკითხვა...

თუ შენ ოცნებობ მარტო – ოცნება ოცნებად რჩება, მაგრამ თუ ოცნებობ სხვასთან ერთად – შენ ქმნი რეალობას.